Monday, April 9, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება
დანაშაული და სასჯელი

2.მთავარი იდეა თემა 1–2 წინადადებით
შეიძლება თუ არა ყველაფრის პატიება ადამიანისთვის
3.პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები იმსჯელებენ ადამიანის ზნეობაზე,პატიებისა და სასჯელის ფორმებზე.გაიხსენებენ ამ თემასთან დაკავშირებულ მხატვრულ ნაწარმოებებს.

4.პროექტის მიზნები
მიღებული ცოდნის გამოყენების ,არგუმენტაციის, მსჯელობის უნარის გამომუშავება.სხვათა მოსაზრებების მოსმენა,გაანალიზება.დისკუსიისა კამათის სტრატეგიების გამოყენება.
5.მონაწილეთა ასაკი
მე–11 კლასი

6.ვადები/ხანგრძლივობა
ერთი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალას,მიეჩვევიან საპირისპირო აზრის მოსმენას,გამოიმუშავებენ არგუმენტაციის,დისკუსიის და პროექტზე მუშაობის უნარ–ჩვევებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სასკოლო სახელმძღვანელო,აუდიო–ვიდეო მასალა

9.პროექტის მსვლელობა
მოსწავლეება შეარჩიეს თემა,,დანაშაული და სასჯელი'' დაისვა შეკითხვები;რატომ იღებს ბათუ საკუთარ თავზე საფარისსურვილის ასრულებას და რამდენად გამართლებულია ეს?რატომ არ კლავს ბათუ საფარს?პატიებაა ეს თუ სხვა რამ?რატომ მოიქცა ასე მოძღვარი?ვინ დასაჯა მან,საკუთარი თავი საფარი?პატიებაა ეს თუ სხვა რამ? რა უფრო დიდი სასჯელია იქნებოდა საფარისთვის სიკვდილი თუ სიცოცხლე?
კლასს დავყოფ ჯგუფებად,თითოეულს მივცემ თემებს:1.ბათუ–ზნეობრივად მაღალი ადამიანი თუ დამნაშავე?2.ცოდვა და სინდისი3.ჰაჯი–უსუბი,ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე.4.დანაშაული,სასჯელი და დღევანდელობა.
ნაწილი მოსწავლეებისა მოიძიებს მასალას სასჯელის ფორმები ძველ საქართველოში,ხალხურ გადმოცემებში.,ლიტერატურაში.
ნაწილი–დღევანდელი მართმსაჯულების კანონების შესახებ.მოამზადებენ ამონარიდებს სახარებიდან,ვეფხისტყაოსნიდან.''
გაუშვებენ ფილმს ,,აკაკის აკვანი".


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი ისტორიასთან–სამართალი ძველ საქართველოში'
სამართალმცოდნეობასთან–მართლმსაჯულება და დღევანდელი კანონები


ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.  

11.პროექტის ხელმძღვანელი
რამიშვილი მანანა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
ramishvilimanana9@gmail.com


13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
ramisvilimanana9.blogspot.com